შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მასტურბირება ოზურგეთის ცენტრში - გამვლელები პოლიციისაგან დახმარებას ითხოვენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აგვისტო 2020

ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, გმირთა მოედანთან, მდინარე ნაბჟუარას (ბაზრის წყალი) სანაპიროზე გამვლელებმა ამ დილით შუახნის მამაკაცი შენიშნეს, რომელიც "თვითკმაყოფილებით" იყო დაკავებული და  ქალბატონებს, გამომწვევად ექცეოდა.

ბევრი მათგანი არასრულწლოვან ბავშვთან ერთად სუპერმარკეტ "მაკა მაია" სთან მოძრაობდა.

ერთ ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა ტელეფონით შეძლო მოქმედი "გმირის" დაფიქსირება და ვიდეო რედაქციას მოაწოდა, უხერხული შინაარსის გამო აქ ვიდეოს ნაწილს გთავაზობთ.

ამ ქალბატონის მტკიცებით ამ ტერიტორიაზე ეს პირველი შემთხვევა არ არის და ქალაქ ოზურგეთის ამ ცენტრალურ ნაწილში ქალბატონებისთვის და განსაკუთრებით არასრულწლოვანებისთვის გავლა სახიფათოა.

რედაქციას გვთხოვენ მივმართოთ პოლიციას, რომ მათ მიიღონ ზომები ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

"ეს არის ტიპიური მანიაკი, სპეციალურად ონანიზმის დროს მაღალ ხმაზე ყვიროდა რომ ჩვენი, გამვლელების ყურადღება მიექცია" - გვითხრა მომხდარით შეწუხებულმა ქალბატონმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია