შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ ქვეყანაში ძალადობრივი გარემო ივანიშვილმა შექმნა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020

ევროპული საქართველო ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

 

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, სახელმწიფომ ვერ შეაჩერა კონფლიქტი და ვერ აღკვეთა ის არეულობა, რომელიც მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

"ეს ნიშნავს, რომ ახალქალაქის სურათი არის გაგრძელება მთელი იმ ვითარების, რომელიც გვაქვს საქართველოში, როდესაც სახელმწიფოს მთლიანად ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა, როდესაც კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და მმართველი და ეს ვითარება შექმნა ბიძინა ივანიშვილმა", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, როცა ქართული ოცნებიდან პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში დარბოდა ქუჩაში და ის არ დაისაჯა, სწორედ ასეთი ფაქტები ახალისებს საზოგადოებაში ძალადობას.

"ძალადობრივი გარემო ამ ქვეყანაში შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც პარლამენტის წევრი დარბის ახალქალაქში და იარაღით ჩნდება საზოგადების წინაშე, შემდეგ მას არ უწყდება უფლებამოსილება და ის არ მიდის ციხეში, ეს არის ძალადობის წახალისება და გუშინდელი ვითარება არის შედეგი ამ ძალადობრივი ქმედებებისა სახელმწიფოს მხრიდან", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია