შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს- დაკავებულია ხუთი ადამიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2020

ტყიბულის პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ, რა გახდა ზაურ სოფრომაძის სასტიკი მკვლელობის მიზეზი.

"მთავარის" ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ხუთი ადამიანი. ცნობილია, რომ ხუთივე პირი სასტიკად ნაცემია. დაკავებულთა ახლობლების თქმით, მათი ოჯახის წევრები გვიან ღამით დააკავეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ. მათი უფლებადამცველების მტკიცებით კი დაკავებულებს მოკლულთან კავშირი არ ჰქონიათ.

რა კავშირშია ეს მკვლელობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან, ჯერჯერობით უცნობია და ასევე უცნობია საქმის მასალებიც, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები... რეალურად, გამოკითხვები არ არის ნაწარმოები. რა თქმა უნდა, დაკავებულები უარყოფენ ბრალს, რადგან არანაირი შეხება მოკლულთან არ ჰქონიათ, - ამბობს დაკავებულების ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ზაურ სოფრომაძე 8 აგვისტოს საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ოჯახს არ აქვს ვერსია, ვის შეიძლებოდა მოეკლა სოფრომაძე. მათი ინფორმაციით, მოჯკლული ტყიბულში ნათლობაზე იყო წასული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია