შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსების შემდეგ ერთადერთი ერი ვართ, ვისაც შეგვწევს უნარი გავაუფასუროთ ღირებულებები, რომლითაც ცივილიზებული სამყარო ამაყობს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2020

"მე მგონი, რუსების შემდეგ ერთად ერთი ერი ვართ, ვისაც შეგვწევს უნარი გავაუფასუროთ ყველა ის მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომლითაც მთელი ცივილიზებული სამყარო ამაყობს.

საქართველოში, ლიბერალიზმის დაკნინება, ჯერ კიდევ 90-ანი წლებიდან დაიწყო, თუმცა თავისი მასშტაბურობით უკანასკნელ 7 წელში პიკს მიაღწია და ეს, საკაცობრიო მნიშვნელობის ღირებულება დამამცირებელ და ზიზღნარევ შეფასებად ჩამოყალიბდა.
ლიბერალიზმი, ძალიან ზოგადად, ნიშნავს თავისუფალ მსოფლმხედველობას, როგორც პირად, ისე სახელმწიფო დონეზე. ეს არის დამოკიდებულება სხვისი აზრის პატივისცემის.
- ანუ, მათ შორის, სხვისი აზრის პატივისცემას, სხვისი უფლებების დაცვის ვალდებულების აღიარებას; ასევე, სახელმწიფო ინტერესთა რანჟირების სპექტრში პიროვნული თავისუფლების უზენაეს ღირებულებად მიჩნევას. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ის ნიშნავს გარემოს, სადაც “სახელმწიფო ადამიანისთვის არსებობს, და არა ადამიანი სახელმწიფოსთვის”.
ამდენად, ლიბერალიზმის მხოლოდ ტირანებსა და ავტორიტარული სახელმწიფო სისტემების პატრონებს ეშინიათ, როგორც მმართველობის საკუთარი მოდელისათვის სასიკვდილო საფრთხის შემცველი ფილოსოფიისა, რადგან ლიბერალურ გარემოში ადამიანი აღარაა პატარა, უმნიშვნელო ჭანჭიკი, ან ჭიაყელა, რომელიც “სახელმწიფოს ინტერესებისთვის” შეიძლება მარტივად მიაჭყლიტო, გასრისო ან ნაგავში გადააგდო.
ამდენად, ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე ღირებული, საუკეთესო და სასარგებლო მიღწევები მეტწილად სწორედ ლიბერალურ გარემოშია შექმნილი.
ის კი, ვინც ლიბერალიზმს სალანძღავ სიტყვად იყენებს, ან ბანალური იდიოტია, ან პუტინის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი, ან ორივე ერთად.
P.S. და ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ლიბერალიზმთან პროპაგანდით და ათასგვარი ხრიკებით მებრძოლ პერსონაჟებს საკუთარი შვილები სწორედ ლიბერალურ დემოკრატიებში - ევროპასა და ამერიკაში - ჰყავთ გახიზნული და იქვე შეძენილ სახლებსა თუ ვილებში კომფორტულად დაბინავებული. ანუ, ეს მთელი რიტორიკა მხოლოდ აქაური დოყლაპიების გასაბითურებლადაა მოგონილ-გადმონთხეული ჩვენს ქვეყანაზე."

ნუგზარ სულა სულაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია