შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 100 %-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს საჩუქრად 3 000 ლარს გადასცემს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2020

 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

100%-იანი გრანტის მიმღები სტუდენტების საყურადღებოდ!!!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მე-5 წელია ახორციელებს წარმატებულ აბიტურიენტთა პროგრამას, რომელიც 1️⃣0️⃣0️⃣ % გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს და მათ აღმზრდელ სკოლებს აჯილდოვებს.

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 100 %-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს მუნიციპალიტეტი საჩუქრად 3 000 ლარს, ხოლო აღმზრდელ სკოლებს 1000 ლარს გადასცემს.

ამისათვის სტუდენტებმა მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან - 16 ოქტომბრამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:

1️⃣ განცხადება;
2️⃣ უნივერსიტეტიდან სტუდენტის ჩარიცხვისა და 100%-იანი გრანტის მიღების შესახებ ცნობა;
3️⃣ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4️⃣ ანგარიშის ნომერი;
5️⃣ არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის საბანკო რეკვიზიტი და დაბადების მოწმობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია