შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეპიდემიოლოგები გომისმთაზე მიდიან- კორონავირუსმა კურორტზეც ააღწია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2020

გურიის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა. ერთ-ერთი ინფიცირებულის კონტაქტები გომის მთაზე იმყოფებიან. ამ წუთებში ეპიდემიოლოგები კურორტზე მიდიან, კონტაქტების აღწერისა და შესაბამისი ზომების გასატარებლად.

როგორც "გურიის მოამბეს" დაავადებათა კონტროლის გურიის განყოფილების უფროსმა არჩილ მჟავიამ გვითხრა. გურიაში ამ წუთისთვის დამატებით ოთხი შემთხვევა ფიქსირდება.

" ერთი ინფიცირებული ბანკის თანამშრომელია ოზურგეთიდან, ორი ჩოხატაურის მკვიდრია და ერთი ლანჩხუთის მაცხოვრებელი. ერთ-ერთი ინფიცირებულის კონტაქტები გომის მთას უკავშირდება. ამ წუთებში ჯგუფთან ერთად მივდივარ ადგილზე რომ დავითვალოთ კონტაქტების რიცხვი და ჩავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები."- განაცხადა მჟავიამ ჩვენთან საუბარში.

ამ დროისთვის გურიის რეგიონში კორონავირუსის 32 შემთხვევაა დადასტურებული.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია