შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში კორონავირუსი დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2020

ლანჩხუთში კორონავირუსი დაწყებითი სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა.

ეს ინფორმაცია "პრაიმტაიმს" დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.

"დიახ დღეს ლანჩხუთში დადასტურებული კორონავირუსის ორი შემთხვევიდან, ერთ-ერთი არის დაწყებითი სკოლის მოსწავლე. ის ნათესავებთან ერთად ბახვში სტუმრად იმყოფებოდა. ბახვის ამბების შემდეგ, ეს კონტაქტები დაიტესტნენ და ბავშვს და მის ნათესავს დღეს დაუდასტურდათ."- გვითხრა მჟავიამ.

ჩვენ, კომენტარი ვთხოვეთ ლანჩხუთის რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ნინო ჩიტიძეს, მან გვითხრა რომ ბავშვი, სკოლაში არ მისულა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

"დიახ, ნამდვილად დაუდასტურდა ქ. ლანჩხუთის #1 სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი. მოსწავლე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. სკოლაში არ არის ნამყოფი. ის ე.წ. ბახვის კლასტერს მიეკუთვნება."- გვითხრა ჩიტიძემ.

შეგახსენებთ, გურიაში დღეს კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა, მათშორისაა "კრედო" ბანკის თანამშრომელიც. ამ დროისთვის, სულ 32 კოვიდინფიცირებულია რეგიონში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია