გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მარნეულში, საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნება“ დატოვა და „ნაცმოძრაობას“ შეუერთდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ოქტომბერი 2020

მარნეულის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან” ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა.

„დარწმუნებული ვარ, არ იყო ადვილი „ქართული ოცნების” დეპუტატისთვის დაეტოვებინა ხელისუფლება მანამ, სანამ ივანიშვილია მართვის სადავეებთან და 31 ოქტომბრამდე იქნება. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, რომელთაც შეუძლიათ სწორი პოზიციის დაკავება მიუხედავად უამრავი გამოწვევებისა. 31 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ყველა ადამიანი, ყველაზე ღარიბი და ღატაკი ადამიანიც ერთი ცალი ბიულეტენით დაამარცხებს ქვეყანაში ყველაზე მდიდარ ხელისუფალს,”-განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე დღეს ორი ადამიანი დააკავეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია