გურია
კახა კალაძემ 9 ქართველ ექიმს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 ოქტომბერი 2020
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცხრა ექიმს, რომლებიც COVID-19-ს ებრძვიან, საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა. ასევე, წოდება მიენიჭა მწერალ გურამ დოჩანაშვილს.
კახა კალაძემ დააჯილდოვა:
- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე
- ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე
- ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
- ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე
- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი
- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე
- რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე
- თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი ელზა ვაშაკიძე
- ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია