გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში კორონავირუსი ერთი ოჯახის ოთხ წევრს დაუდასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2020

გურიის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული ინფიცირების 6-ვე შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

5 შემთხვევა დაბა ლაითურშია დაფიქსირებული, ხოლო ერთი, სოფელ მერიაში.

ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუთიძემ მიაწოდა.

დაინფიცირების ბოლო ექვსი შემთხვევებიდან,  ოთხი ერთი ოჯახის კლასტერს უკავშირდება.ინფიცირებულია დაბა ლაითურში მცხოვრები ოჯახი- დედა, მამა და და-ძმა.

ასევე ინფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელსაც ვირუსი კლასელისგან გადაედო.

ხოლო მეექვსე ინფიცირებული ქალბატონი, სოფელ მერიიდანაა და მისი დაინფიცირების ისტორია ბათუმში მოგზაურობას უკავშირდება.“- გვითხრა ქუტიძემ.

ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში  კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია