ამ საღამოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დამლაგებელ ქალს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ საღამოს ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ერთი ქალბატონი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, ის დამლაგებლად მუშაობს. მეორე კი ლაითურიდანაა. მერიის თანამშრომელს ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო.
ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაგვიდასტურა.
„ორი ახალი შემთხვევა გვაქვს ამ საღამოს, ორივე ქალბატონია, ერთი ქალაში ცხოვრობს და ოზურგეთის მერიის თანამშრომელია, დამლაგებლად მუშაობს. ხოლო მეორე ლაითურიდანაა,“ გვითხრა მჟვიამ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში კორონავირუსის 190 შემთხვევაა ამ დროისთვის დადასტურებული და უმეტესონბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე მოდის.