შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2 გარდაცვლილი და 416 ინფიცირებული _ ბოლო 24 საათის მონაცემები აჭარიდან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ოქტომბერი 2020
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 355 კოვიდ დადებითი პაციენტი.
დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 416 ახალი შემთხვევა.
გარდაიცვალა 2 პაციენტი:
1) 80 წლის ქალი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: ინსულტი, მყარი ნარჩენი მოვლენებით. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა.
2) 65 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ფჰიპერტენზია, შოკი, კომა.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 474 პაციენტი, 16 არასრულწლივანი, 20 ოსრული. - რეანიმაციაში მოთავსებულია - 24 პაციენტი. - თავისუფალი საწოლები-40.
Covid სასტუმროებში-861, არასრულწლოვანი - 82.
აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.
კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია