გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა გურიაში- 88 წლის ქალს თანმხლები დაავადებები ქონდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ოქტომბერი 2020

 

 

ოზურგეთის მინიციპალიტეტში, სოფელ დვაბზუს მკვიდრი  88 წლის ქალბატონი დღეს დილით,  ქუთაისის ცხელების ცენტრში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ქალბატონი რამდენიმე დღის წინ სასწრაფოს ბრიგადამ ცხელების ნიშნებით ქუთაისის კოვიდ მიმღებ ცენტრში გადაიყვანა.  დღეს კი, ქალბატონი გარდაცვალა. ქალბატონს თანმხლები  გულსისხძარღვთა  და სასუნთქი გზების დაავადებები ჰქონდა.

ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ მიაწოდა.

„გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა, ხანდაზმული ქალბატონი, 88 წლის, მას თანმდევი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებები ჰქონდა, ის რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, დაუდგინდა კორონავირუსი და სამწუხაროდ დადგა ფატალური შედეგი.“- გვითხრა მჟვიამ.

გურიის რეგიონში, ბოლო მონაცემებით, 187 კოვიდ დადებითი პაციენტია. აქედან 141- ოზურგეთში, 37- ლანჩხუთში და 11-ჩოხატაურში.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია