შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიის რეგიონში 24 საათის მონაცემებით კორონავირუსის 8 შემთხვევა დადასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ოქტომბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 5 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარიდანაა.

აჭარიდან გახლავთ 416 პაციენტი, თბილისიდან - 72 პაციენტი, იმერეთიდან - 44, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 23, ქვემო ქართლიდან - 10, გურიიდან - 8, სამცხე-ჯავახეთიდან - 3, კახეთიდან - 1,  შიდა ქართლიდან კი 1 პაციენტი - ამბობს ენდელაძე.

ამასთან, ენდელაძის თქმით, 45 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 43 მართვით სუნთქვაზეა და 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. 

აქვე, დღეს, 5 ოქტომბერს, ბოლო gu24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია