შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვარძიის პირდაპირ კომპანია ნიალა მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აპრილი 2019
ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. ვარძიის ისტორიული სამონასტრო კომპლექსის პირდაპირ, ხელოვნურად დატერასებულ ფერდობზე, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. პროექტი ასპინძის მერიაში დასამტკიცებლად, 2018 წლის 4 დეკემბერს წარადგინეს. მშენებელი ამბობს, რომ მითითება სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ემზარ ასპანიძის თქმით, ოფიციალური მითითების შემდეგ, ტერიტორიაზე ყველა სამუშაო შეჩერდა.აღნიშნული ტერიტორია 13 873 კვადრატული მეტრი კომპანია "ნიალას" საკუთრებაა. თავად ეს შპს კი შარშან გამოეყო კომპანიას, რომელშიც წილის 50 პროცენტს მოსკოვის ყოფილი ვიცე მერი, ბიზნესმენი ნიკოლოზ იგივე სოსო ორჯონიკიძე ფლობს.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მიწის მფლობელ ბიზნესმესმენს უარი არამხოლოდ სასტუმროს, არამედ იმ საცალფეხო ბილიკების მოწყობაზეც უთხრა, რომელსაც ისინი ამ ტერიტორიაზე გეგმავდნენ. ეროვნული კატეგორიის ისტორიული ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში ერთადერთი ნებართვა ტერიტორიის გამწვანებაზე გაიცა. ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და უნებართვო მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით, "საყდრისის კომიტეტმა" შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. ისინი მხარდაჭერას საზოგადოებისგანაც ითხოვენ. ვრცლად მასალის სანახავად გადადით ლინკზე.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია