შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქსტატი-საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მაისი 2019

(on.ge) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოთვლით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი ასეთია: საქართველო — 20,1 პროცენტი, ქალაქი — 18,0 პროცენტი, სოფელი 23,1 პროცენტი.

2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო 21,9 პროცენტი, ქალაქი — 18,6 პროცენტი, ხოლო სოფელი 26,6 პროცენტი იყო.

მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ასეთია: საქართველო 20,5 პროცენტი, ქალაქი 17,2 პროცენტი, სოფელი — 25,4 პროცენტი. რაც შეეხება მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილს, ქვეყნის მასშტაბით 7,6 პროცენტია, ქალაქად 6,6 პროცენტი, სოფლი კი 9,1 პროცენტი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია