შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ჩვენი კომპანიისთვის რუსული ემბარგო დამაქცევარი არ იქნება“

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივლისი 2019

„ჩვენი კომპანიისთვის რუსული ემბარგო დამაქცეველი არ იქნება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „წყალი მარგებელის“ დამფუძნებელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი დაახლოებით 5-7%-ს შეადგენს.

„2006 წელს, როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა, მაშინ ძირითადად რუსულ ბაზარზე გაგვქონდა ჩვენი პროდუქტი. შემდგომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ცოტა ფრთხილად ვყოფილიყავით. შესაბამისად, დავიწყეთ სხვა ბაზრების ათვისება. ამჯერად, ძირითადად წარმოდგენილები ვართ დსთ-ს წევრი სხვა ქვეყნების ბაზარზე და როგორც უკვე ვთქვი, რუსეთის წილი დაახლოებით 5-7%-ია“, - განაცხადა სვიმონიშვილმა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ შესაძლო ემბარგო ძირითადად „ბორჯომს“ დააზარალებს: IDS Borjom-ის მფლობელი არის ფრიდმანი და გამოდის, რომ რუსები თავის თავს უფრო დააზარალებენ“, - დასძინა სვიმონიშვილმა.

BPN

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია