შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ლანჩხუთის მერიამ 5 მილიონი ლარი გაფლანგა" აუდიტის დასკვნიდან

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 თებერვალი 2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და ზოგადად ხელისუფკევა ბიუჯეტის წურბელებით, უსაქმურებით და არაფრისმცოდნე ადამიანებით რომ არის სავსე არ ახალია.

დრო მიდის, მათ მიერ გაკეთებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი თავიდან გასაკეთებელია.

ამის პარალელურად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იფლანგება თითოეული იმ ლანჩხუთელის ჯიბიდან, რომელიც ფქვილს განვადებით ყიდულობს, მთელ პენსიას წამალში ხარჯავს ან/და სულაც ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის , რომ იარსებოს.

აუდიტის 2019 წლის 27 დეკემბრის ანგარიშიდან ირკვევა, რომ „2015 წლის 22 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 3 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გაუფრომა შპს „სამკუთხედს“ საავტომობილო გზისათვის ერთფენიანი ასფალტის მოსაწყობად გულიანიდან სუფსის სარკინიგზო გადასასვლელამდე.

სამუშაოები 2017 წლის 28 ნოემბერს დასრულდა და ექსპერტიზისა და ინსპექტირების ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოები ხარისხიანად ჩაითვალა.

დღეის მდგომარეობით კი ასფალტის საფარი რამდენიმე მონაკვეთზე მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და ხელახლა მოასაფალტებას საჭიროებს.

გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევისა , რომელშიც 3 მილიონი ლარი იქნა გაფლანგული, აუდიტის ანგარიშის მიხედვით დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი ლარის ღირებულების შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

კერძოდ : სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მოწყობილი გზის საფარი, წყალსადენის სისტემა, ბეტონის საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხი, გაბიონი , სკვერში მოწყობილი ფილები, საჭიდაო დარბაზის კედლები და ჭერი.

გარდა ამისა დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს მდინარე სუფსაზე მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა.

საერთო ჯამში, მხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოების არაეფექტურად შესრულებაში 5 მილიონ ლარამდე იქნა გაფლანგული ლანჩხუთელების ჯიბიდან, რაც ადგილობრივი ხელისუფლების გაქსუებული ჩინოვნიკების უუნარობაზე და უცოდინარობაზე მეტყველებს.

მათ არ შეუძლიათ მუშაობა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ისინი ვერ უზრუნველყოფენ სამუშაოების მონიტორინგს. ვერ ადგენენ შესრულებულ სამუშაოზე დაზიანებების გამომწვევ მიზეზებს და ვერ ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს მათ აღმოსაფხვრელად.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია