შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„მიყვარს ჩემი საქართველო“ ქართველი აზერბაიჯანელი სტუდენტი სიძულვილის კამპანიის წინააღმდეგ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მარტი 2020

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონებად გამოცხადების შემდეგ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ Facebook ში სიძულვილისა და დისკრიმინაციის კამპანია დაიწყო.   მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მიმართ სოაციალურ ქსელებში სიძულვილვის გამოხატვის შემთხვევებმა იმატა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტმა, სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებმა ელვინ კარიმოვმა და სხვა ახალგაზრდებმა  ფეისბუქში დაწყებულ  სიძულვილის კამპანიას პოზიტიური გამოწვევა (challenge)  დაუპირისპირეს.

,,ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვიცი ქართული ენა. არ ვარღვევ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!” – დაწერა ელვინმა. 

„ჩემო ქართველო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ როგორც თქვენ, მეც ვარ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქე. საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო(საქართველო) და ასევე მუდამ მეყვარება“, – წერს სოციალურ ქსელში იორმუღანლოში მცხოვრები ახალგაზრდა სტუდენტი ელვინ ქარიმოვი.

მხარდამჭერებ კამპანიაში ჩაერთვნენ საქართველოში მცხოვრები სხვა აქტივისტებიც. ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატუსები და კომენტარები მთთვის ძალზე შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია.

სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ აქტივისტმა ოქტაი ქაზუმოვმა ,,ბათუმელეთან“ საუბარში თქვა, რომ ასეთ დროს, სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს დროული და ადეკვატური:

„ჩვენ იმიტომ გვყავს მთავრობა დაქირავებული, რომ სწორედ ასეთ მავნე გამოვლინებებს ებრძოლოს. ამ დრომდე, მთავრობის წევრებიდან მხოლოდ ორი ადამიანის, არჩილ თალაკვაძის და ქეთევან ციხელაშვილის გამოხმაურება ვნახეთ, ვფიქრობ პრემიერის, პრეზიდენტის დონეზეც უნდა გაკეთდეს განცხადება ამაზე, რომ შეწყდეს სიძულვილის გამომხატველი კომენტარები“.

მისივე აზრით, როცა ერთი კონკრეტული ადამიანი არღვევს კანონს, ის არ უნდა განზოგადდეს მთელ ჯგუფთან ან ეთნოსთან. მისი თქმით, ფეისბუკქზე დაწყებული კამპანიის (challenge) მიზანიც ის არის, რომ ადამიანების ცნობიერება შეიცვალოს.

ფეისბუქში აგორებულ სიძულვილის შემცველ კომენტარებს გამოეხმაურნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მათ გვერდით მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და მსგავსი კომენტარები არის სირცხვილი.

„არაერთხელ გადავაწყდი დისკრიმინაციულ პოსტებს ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელების მიმართ. უვიცობა და უსინდისობაა ამ გაჭირვების ჟამს ეთნიკური ნიშნით ადამიანების გამორჩევა და შეურაცხმყოფელი ლექსიკა. არავინ არის შეცდომისგან დაზღვეული და, მათ შორის, არც ერთი ადამიანი ეთნიკური და რელიგიური მრწამსის მიუხედევად. გთხოვთ, ისე მოიქეცით, შემდეგ თქვენს შვილებს არ შერცხვეთ“, – მედია ცენტრი კახეთის დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, ამგვარ კამპანიას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უნდა დაუპირისპიროთ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია