შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურამ მაჭარაშვილი– საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

როგორც მაჭარაშვილმა Knews.ge–ს განუცხადა, მათ 8 მარტის შეთანხმება შეასრულეს, რაშიც ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო.

,,ყველამ დავუჭირეთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო საზოგადობისთვის. ჩვენ შეთანხმებას დავუჭირეთ მხარი რომელიც იქნა 8 მარტს ხეწლმოწერილი.
ამით კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც ითვალისწინებს იმას რა მოცემულობაც არსებობს ქვეყანაში და ქვეყანას როგორი მოწყობა და სისტემა სჭირდება.

მეორეს მხრივ კი პოლიტიკურად ჩვენ მომგებიან პოზიციაში ვართ იმიტომ, რომ გავიდა საკონსტიუტუცო ცვლილებები და შესრულდა დანაპირები. ამ პროცესში კი გამოჩნდა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა ცვლილებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ შიდა და გარე პარტნიორებს აზრს ისინი არ ითვალისწინებენ. ქვეყნისათვის კარგი იქნებოდა მათი ამ ცვლილებებისთვის მხარდაჭერა, რათა საქართველო საერთაშორისო დონეზე პოზიტიურად გამოჩნდებოდა.

საბოლოო ჯამში კი ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო საარჩევნო სისტემისთვის და ზოგადად პოლიტიკური პროცესებისთვის”,– განუცხადა Knews.ge-ს გურამ მაჭარაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია