შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების მესამე მონაწილე, 50 წლამდე ასაკის დავით ნადაშვილი პოლიციას ჩაბარდა.

ნადაშვილმა გუშინ ღამით, ცეცხლსასროლი იარღიდან გასროლით, მოკლა სოფელ ახაშენში მცხოვრები 30 წლამდე მამაკაცი და მძიმედ დაიჭრა მისი მეგობარი ანზორ მოსესოვი.

დავით ნადაშვილი ამჟამად, კახეთის პოლიციის სამმართველოში იმყოფება და მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში, გუშინ მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ინციდენტის შედეგად, გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო ერთი მძიმედაა დაჭრილი და გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალის” რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19–ე, 109- ე განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია