შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნასას" შემოთავაზება: 35 000 დოლარი საპირფარეშოსთვის რომელიც მთვარეზე ფუნქციონირებას შეძლებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2020

აერონავტიკის და კოსმოსური კვლევის სამმართველო 2024 წლისთვის ამბიციური კოსმოსური ექსპედიციის შესრულებას აანონსებს.

სამმართველო მთვარეზე აგზავნის კოსმონავტთა ჯგუფს, რომლის ერთ–ერთი წევრი ქალი იქნება. ცხადია, ექსპედიციის პირობებში საექსპედიციო ჯგუფს ტუალეტით სარგებლობა დასჭირდება. ამისათვის "ნასამ" დაინტერესებულ სუბიექტებს შეთავაზება გაუკეთა ტუალეტების შექმნაზე, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა იმ კონდიციასთან, რაც მთვარეზე სუფევს.

კერძოდ: ტუალეტის გამოყენება უნდა იყოს მარტივად შესაძლებელი, მასზე დატანილი მექანიზმების სიმძლავრის მაჩვენებელი უნდა იყოს 70 ვატი და გაცილებით ნაკლებად ხმაურიანი უნდა იყოს დედამიწაზე აპრობირებულ ტუალეტებთან შედარებით. ასევე მისი წონა არ უნდა აღემატებოდეს 33 ფუთს , ხოლო მისი მოცულობა 12 კუბურ მეტრს.
მონაწილეებისათვის საპრიზო ფონდი ჯამში 35 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. გამარჯვებულთა დაჯილდოვება შემდეგი სტრუქტურით განისაზღვრება: პირველ ადგილოსანს 20 000 ამერიკული დოლარი, მეორე ადგილოსანს 10 000 დოლარი, მესამე ადგილოსანს კი 5 000 დოლარი შეესაბამება. პროექტების წარდგენა 17 აგვისტომდე წარმოებს და გამარჯვებულები ოქტომბერში გამოვლინდებიან.

წყარო: https://cnn.it/3eDbDbj

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია