შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ელემენტებს იყენებდა - ევროპარლამენტარი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2020

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ელემენტებს იყენებდა - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ლიეტუვადან რასა იუკნიავიჩენემ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მიუნხენის შემდეგ კრემლის მიერ ინიცირებული ჰიბრიდული ომის ტალღა დაიწყო, რომელის მიზანიც ყოფილი საბჭოთა კაშირის ქვეყნების მოსკოვის ზეგავლენის ქვეშ დაბრუნება იყო, - განაცხადა მან. 

ლიეტუვას მაღალჩინოსნის თქმით, 2008 წლის ომი საქართველოსთან, ასევე ვიქტორ იანუკოვიჩისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს დახმარებით უკრაინასა და ბელორუსზე ზეგავლენის მოხდენა, კრემლის ზეგვალენების გაფართოებას ემსახურებოდა, თუმცა რუსეთმა როგორც საქართველო, ასევე უკრაინაც დაკარგა. მისი თქმით, არსებობს ალბათობა, რომ რუსეთმა ბელორუსიც დაკარგოს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია