შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ყარაჯალას იზოლაცია არ იგეგმება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დღეს ოფიციალურად კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადატურდა. დაავადებული ამჯერად 10 თვის ბავშვია.

knews მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების არეალი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ამ დროისთვის სოფლის სრული ჩაკეტვა არ იგეგმება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე სოფელში ეპიდემიოლოგები კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის და მისი ოჯახის კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ. ინფიცირების წყარო უცნობია.

,,დღეს დილი მივიღეთ შეტყობინება, რომ თელავის საავადმყოფოში მყოფ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ საკითხის დაფიქსირებისთანავე დავიწყეთ კვლევა. ამჟამადაც სოფელში მუშაობენ ეპიდემიოლოგები. ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და ვმუშაობთ ამის დადგენაზეც.

ჯერჯერობით მხოლოდ 11 პირის კონტაქტი გვაქვს დადგენილი, რომელიც არის ახლო ოჯახური კონტაქტი. შიდა გავრცელებაზე ან სოფლის დაკეტვაზე ჯერ არ არის საუბარი, – განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა სოფელში სხვა მასშტაბური ღონისძიებების გატარებაც გახდეს საჭირო, როგორიც არის მოსახლეობის ამორჩევითი ტესტირება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყარაჯალას შემთხვევას დამატებით სწავლობს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია