შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის გავრცელების წყარო უცნობია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დაფიქსირებული კორონავირუსის გავრცელების წყარო ამ დროისთვის უცნობია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამის გასარკვევად სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

მედიკოსები ასევე კორონავირუსით ინფიცირებული 10 თვის ბავშვისა და მისი ოჯახის წევრების კონტაქტებს სწავლობენ.

,, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამის გამო სოფელში ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. ჯერჯერობით მხოლოდ 11 პირის კონტაქტი გვაქვს დადგენილი, რომელიც არის ახლო ოჯახური წრე.

გარდა ამისა, იკვეთება ასევე ბევრი სხვა კონტაქტი, რადგან ოჯახს მეზობლებთანაც ჰქონდათ შეხება. შიდა გავრცელებაზე ან სოფლის დაკეტვაზე ჯერ არ არის საუბარი.

კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა სოფელში სხვა მასშტაბური ღონისძიებების გატარება გახდეს საჭირო, როგორიც არის მაგალითად მოსახლეობის ამორჩევითი ტესტირება. რა ღონისძიებებს გავატარებთ სამომავლოდ ეს კვლევის დასრულების შემდეგ გადაწყდება”,–განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია