შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შესაწირი ყუთი, მეორადების მაღაზია, ათასი წვრილმანი- ოზურგეთში მასიური ქურდობები დაიწყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2020

ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე "ათასი წვრილმანის" მაღაზია გაქურდეს- წაღებულია 40 ლარამდე თანხა.

როგორც "გურიის მოამბესთან" მაღაზიის მეპატრონე ყვება, დილით 9 სათზზე როდესაც მაღაზია გააღო, გვერდითი ფანჯარა დახვდა გაღებული. დაახლოებით 40 ლარამდე თანხა კი წაღებული დახვდა.

"დილით მოვედი 9 საათზე, გავაღე კარი და რომ შემოვედი მაგიდაზე დაწყობილი ბანკები, ძირს გადმოყრილი დამხვდა. ფანჯარა გაუღია გვერდიდან, ალბად ფეხით მოაწვა და გააღო, ჩამტვრეული არაა. თანხაა მხოლოდ წაღებული, დაახლოებით 40 ლარამდე. გამოვიძახე პატრული. ამოიღეს კამერის ჩანაწერები. წუხელ 9-ის ნახევარზეა შემოსული. ალბად ხიდის მხრიდან გადმოვიდა და შემოვიდა ფანჯრიდან. გამოძიება დაწყებულია. იმედია დამნაშავეს იპოვიან და სხვაგან მაინც აღარ შევა."- გვიყვება მაღაზიის მეპატრონე.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ეს ქურდობის მეოთხე შემთხვევაა. 

ცოტა ხნის წინ სიგარეტების მაღაზია გაქურდეს ამავე ქუჩაზე, ასევე "ცოცხალი ქათმის" მაღაზიიდან წაიღეს შესაწირი ყუთი, სადაც დაახლოებით 300 ლარი იყო, დაახლოებით სამი კვირის წინ, მეორადების ტანსაცმლის მაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ.

მაღაზიის მეპატრონეები და მოსახლეობა ძალიან შეშფოთებულია ქალაქში გახშირებული ქურდოდებით და კომპეტენტურ ორგანოებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია