შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი აქაც არ გამოჩენილა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2020

შეკვეთილში დღეს დენდროლოგიური პარკი გაიხსნა. 60 ჰექტარზე გაშენებულ პარკში თავმოყრილია ძირითადად აჭარის რეგიონიდან წაღებული ასწლოვანი ხეები და მცენარეები. ასევე აქ ნახავთ სხვადასხვა ფერის ფლამინგოებს.  

პარკში შესვლა დღეს უფასოა და მოსახლეობას დილიდან შეუძლია ტერიტორიის დათვალიერება. პარკის ოფიციალური გახსნა არ მომხდარა, ტერიტორიაზე არც ბიძინა ივანიშვილი გამოჩენილა. ოფიციალური მხარე, ვისგანაც შეიძლებოდა ინფორმაციის მიღება, პრესსამსახურის თანამშრომლებმა ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ გადამალეს. პარკის მებაღემ კი კომენტარი მხოლოდ სამთავრობო არხებისათვის გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი დენდროლოგიური პარკისთვის რამდენიმე დიდი ზომის ხე გადაატანინა პარკის ტერიტორიაზე, მათ შორის, ქვეყანაში კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც. ხეების გადატანის პროცესში ჩართული იყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებები და არაერთხელ მოხდა ფაქტი, როდესაც ხეების გადატანის დროს დაზიანდა ელექტროკაბელები, გაიჩეხა ქარსაცავი ზოლი, რის შედეგადაც მოსახლეობა დარჩა შუქის გარეშე.      

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია