შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს-მ ონლაინ კაზინოების მომხმარებელთა ბარათებიდან ფულის მოპარვაში ბრალდებულები დააკავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონლაინ ტოტალიზატორებისა და კაზინოების მომხმარებელთა კუთვნილი საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფულის მოპარვაში ბრალდებული ხუთი პირი დაკავა

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე, ხოლო დაუსწრებლად პასუხისგებაშია მიცემული რუსეთის ერთი მოქალაქე. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლებაში ედებათ ბრალი.

გამოძიების მიხედვით, დადგენილია, რომ ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან მოიპარეს და გაანაღდეს 23 მოქალაქის კუთვნილი თანხები. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ ჯამში 72 000 ლარი შეადგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია