შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძალადობის და აგრესიის დემონსტრირება პრეზიდენტისგან - სამოქალაქო სექტორის შეფასება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2020

ძალადობისა და აგრესიის რომანტიზება - ასე შეაფასეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ "ვაჟკაცობა იცის ერთი ერთზე, ტრადიციულად". სალომე ზურაბიშვილმა დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის მიმართ ინტერესიც დაუწუნა და თქვა, რომ საქმე გამომძიებლებმა უნდა გამოიძიონ. სამოქალაქო სექტორი კი პრეზიდენტს ახსენებს, რომ სწორედ საზოგადოების აქტიურობა და ჟურნალისტური გამოძიებები ხსნის მსგავს რეზონანსულ საქმეებს, მათ შორის, შემდგარ დემოკრატიებშიც კი.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ როდესაც საქმე ძალიან მძიმე დანაშაულთან გვაქვს და ქვეყანაში დაძაბული გარემოა, მაღალი თანამდებობის პირებს და განსაკუთრებით პრეზიდენტს, ამ ტიპის განცხადებებთან დაკავშირებით მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებთ.

ერთი ერთზე იქნება ეს თუ ჯგუფურად, ძალადობა ძალაადობაა და ეს კრიმინალია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება ეს მისაღებია და ჯდება ქართულ ტრადიციებში, - ამბობს ნინო ლომჯარია.

მისი თქმით, შესაცვლელია საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა, რომ რაიმე სახის ძალადობა მისაღებია, არის შესაცვლელი. 

მმართველ გუნდში გაუჭირდათ ახსნა, რას გულისხმობდა თავის განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი. მათმა ნაწილმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარისთვის მოიმიზეზა, რომ არცკი მოუსმენიათ, რა განცხადებაზე იყო საუბარი, მეორე ნაწილმა კი კონტექსტის ცოდნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. თუმცა ისინი ამბობენ, რომ ძალადობა ნებისმიერი სახით მიუღებელია. 

ოპოზიციის წარმომადგენელთათვის კი, იმის მიუხედავად, რომ მათი თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახალისებს კრიმინალსა და ძალადობას, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

ზურაბიშვილმა, რომელიც არის ქვეყნის პრეზიდენტი და წარმოადგენს ქვეყანა, ისიც არ იცის, რომ გვიწევს განმარტება, რომ ერთი-ერთზე ძალადობაც დანაშაულია და არის ძალადობის წახალისება, რაც მის განცხადებაში იკითხება. არ მიკვირს, რადგან ზურაბიშვილი არის იმ პოლიტიკური კონიუნტქტურის, ოლიგაქიული კონიუნქტურის ნაწილი, რომლებმაც 8 წლის მანძილზე წაახალისეს ძალადობა, ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტის რომანტიზება, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საჯარო ფიგურისგან მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობის წამახალისებელი განცხადებების გაკეთება. მისი თქმით, ძალადობირივი კლიმატი ქვეყანაში იმიტომ არის შექმნილი, რომ "კრიმინალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ".    

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია