შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში, თხილის ჩამბარებელმა პუნქტებმა ნედლეულის მიღება დაიწყეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივლისი 2020

 

ოზურგეთში ორი დღეა თხილის ჩამბარებელმა პუნქტებმა ნედლეულის მიღება დაიწყეს.

როგორც „გურიის მოამბესთან“ თხილის  ჩამბარებელ პუნქტებში გვეუბნებიან, ამ ეტაპზე ,ერთი კილო თხილი 2 ლარი ღირს. თხილის ჯიშს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია შავი არ იყოს და გაფუჭებული არ ჩანდეს ერთი შეხედვით.

„ორი დღეა რაც თხილის მიღება დავიწყეთ, ამ ეტაპზე ერთი კილო თხილი 2 ლარი ღირს, ჯიშს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დამპალი და შავი არ იყოს. ჯერ ზუგდიდს არ მოუთხოვია, თხილი მოვიდა და დავიწყეთ მიღება. შარშანდელთან შედარებით, კარგი ხარისხის თხილი ჩანს, ვნახოთ. ფასებზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, როგორც დაარეგულირებს ბაზარი ისე იქნება. ერთი კაკალი ისე 25 თეთრი გამოდის.“ - გვეუბნება შორენა დოლიძე.

„2 ლარად ვიბარებთ კილოს, შემოწმებით გარედან ვამოწმებთ, კი ეტყობა როგორიცაა. ჯერჯერობით ეს ფასია, მერე რა იქნება არ ვიცი, მაგრამ მოიმატებს უფრო რათქმაუნდა. ხარისხით კარგი ხარისხის თხილია, ხალხმა უწამლა და შედეგსაც ვხედავთ. უკეთესის იმედი გვაქვს“- გვიყვება ქეთევან ბერძენიშვილი, ერთ- ერთი პუნქტის მეპატრონე.

მთავრობის მტკიცებით, დასავლეთ საქართველოში ფერმერთა ბოლო სამი წლის ყველაზე დიდ პრობლემასთან, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა 2019  წელს წარმატებით დასრულდა. მავნებელი ისევ არსებობს, თუმცა მკვეთრად შემცირებულია მისი პოპულაცია და ზიანის ხარისხი მოსავალზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხანიშვილის ინფორმაციით, თხილზე ფაროსანას ნეგატიური გავლენა წელს, 2%-ს არ აღემატება. 

შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლისათვისაც წინაპირობა უკვე კარგია, რადგან სულ უფო და უფრო ნაკლები ფაროსანა ახერხებს ამ ღონისძიებების შედეგად გამოზამთრებას.  2019  წელი ასევე მნიშნელოვანი იყო იმით, რომ ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია. უცხოელმა ექსპერტებმა, მათ შორის ამერიკიდან, რომლებიც ლიდერები არიან მავნებელთან ბრძოლის თვალსაზრისით, ძალიან მაღალი შეფასებები გააკეთეს. საქართველოს  მთავრობის მიღწევები აღიარებული იქნა მსოფლიოში საუკეთესო მოდელად, რადგან ასეთ  მოკლე ვადაში ასეთი  მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა შევძელით

მნიშვნელოვანია ჩვენი სლოგანი: დავამარცხოთ აზიური ფაროსანა ერთად! სწორედ ამ ერთობრივი ბრძოლით - ფერმერი, ასოციაცია და  სათავეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დადგა შედეგი, რაც გაზრდილ მოსავლიანობაში გამოიხატა, რითიც შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და ვიამაყოთ. 

ის, რომ აზიური ფაროსანა აღარ იქნება, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია. ჩვენი ამოცანაა მავნებლობის  დონის ყველაზე დაბალ დონემდე შემცირება. როცა ვნახულობთ წლევანდელი მოსავლის თხილს, რომელიც ასე უხვად და მაღალ ფასად რეალიზდება, ვრწმუნდებით, რომ 2%- არ აღემატება აზიური ფაროსანას ზიანი. 

არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც არაერთხელ აღგვინიშნავს, კარგი მოსავალი მიიღეს ფერმერებმა, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები. ვფიქრობთ, მომავალი წლისათვის მეტი ფერმერი ჩაერთვება სისტემაში და მათ შორის ისინი, ვინც წელს სკეპტიკურად უყურებდა ჩატარებულ სამუშაოებს, რადგან მათმა თანასოფლელებმა, მეზობლებმა, ნაცნობებმა რეკომენდაციების გათვალისწინებით იხეირეს. ეს არის ყველაზე კარგი არგუმენტი და შედეგი, რომელიც გვაქვს.“- განაცხადა ხანიშვილმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია