შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალგაზრდა ხელოვანი თელავიდან, რომელიც ლითონისაგან სხვადასხვა კონსტრუქციებს ამზადებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2020

თელავში მცხოვრები ახალგაზრდა, თორნიკე ყარაულაშვილი ლითონისაგან სხვადასხვა კონსტრუქციებს ამზადებს. მისი თქმით, აღნიშნული საქმით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული.

თორნიკე ყარაულაშვილის განმარტებით, წელიწადნახევარია, რაც საკუთარი ლითონის საამქრო “მეტალ პროდუქტი”გახსნა და დაიწყო რკინის სხვადასხვა კონსტრუქციების დამზადება.

გარდა საკუთარი საქმის კეთებისა, მან ასევე საამქროში ადგილობრივებიც დაასაქმა და მათთან ერთად ისეთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იღებს მონაწილეობას, როგორიცაა საცხოვრებელი კორპუსების, სასტუმროების და სხვა შენობა-ნაგებობების რეკონსტრუცია.

“ჩემი მთავარი მიზანია მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და ავითვისო არამარტო კახეთი, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიც”,– განუცხადა knews.ge –ს “მეტალ პროდუქტის” დამფუძნებელმა თორნიკე ყარაულაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია