შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2020 წელს უგზო-უკვლოდ 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 20 ამ დრომდე იძებნება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2020

შსს-ის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2020 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში უგზო-უკვლოდ 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 20-ს ჯერ კიდევ ეძებენ. 

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, მიმდინარე წელს დაკარგულ 54 ადამიანს შორის 13 არასრულწლოვანია. მათგან 10 პოლიციამ უკვე იპოვა, 3 კი ამ დრომდე იძებნება. 

სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაკარგულ პირთა უმრავლესობა, 51% საქართველოს მოქალაქეა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 1973 წლიდან დღემდე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული 986 პირი დღემდე არ არის ნაპოვნი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია