შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმას, გაერო დააფინანსებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2020

სოფელ შემოქმედში, გაეროს განვითარების პროგრამასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გომის მთის განაშენიანების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ჩატარდა.

შეთანხმების მემორანდუმს ხელი ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა მოაწერეს.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შვეიცარიის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია