შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბიშვილმა ივანიშვილის პოლიტიკური დავალება შეასრულა - ოპოზიცია რურუას არ შეწყალებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აგვისტო 2020

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის, პატიმარ გიორგი რურუას არ შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიცია აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილი არც ამ გადაწყვეტილებაში ყოფილა დამოუკიდებელი და ის ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებდა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი დეპუტატი, სერგი კაპანაზე ამბობს, რომ მსგავს გარემოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დემოკრატიულად და თავისუფლად შეფასებული არ იქნება.

ხელისუფლებას აქამდე აქვს არჩევანი, რომ ოქტომბრამდე ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი უახლოესი ისტორიის, როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ სასამართლოს იყოს დახურული. თუ ამას არ გააკეთებს და ეს თქვა გუშინ ზურაბიშვილმა და ბუნებრივია, კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევაში ვითარება არ იქნება ნორმალური არჩევნებამდე, ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან გაგრძელდება, - თქვა სეგი კაპანაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველანაირად ცდილობს ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს, რისთვისაც ის მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც თანხმობას და არც უარს, მან შეასრულა ის დავალება, რაც მიიღო ბიძინა ივანიშვილსგან. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უარი თქვა რვა მარტის შეთანხმების შესრულებაზე, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

გუშინ, 31 ივლისს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია