შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დაავალე მიშას" - "ნაციონალური მოძრაობა" ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2020

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა სპეციალური განცხადებით თქვა , რომ პარტია ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს სახელწოდებით  - "დაავალე მიშას". 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩავლენ ყველა ქალაქსა და სოფელში, მოისმენენ მოსახლეობის პრობლემებს, მთავარ გამოწვევებს. პრობლემების გადაჭრას კი შეეცდება პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, თანაგუნდელებთან ერთად. 

"ველით თქვენგან დავალებებს" - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს დაასახელა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია