შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ოცნება” უნდა მიხვდეს, რომ არჩევნების წაგება ტრაგედია არ არის”- სოსო ცინცაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 სექტემბერი 2020

2020-ის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება არჩევნები წააგოს.

ამის შესახებ მან “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თქვა.

“ქართული ოცნება” უნდა მიხვდეს, უნდა გააცნობიეროს, რომ არჩევნებში დამარცხება არ არის ტრაგედია. რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგაც გრძელდება ცხოვრება. უნდა მიხვდეს, რომ ეს არ არის სისხლისმღვრელ ომში დამარცხება. შეიძლება მომავალი ბედი, ცხოვრება აღელვებთ ამ ადამიანებს, რა ელოდებათ თუნდაც დამარცხების შემდეგ?! მართლაც შეიძლება გაუსწორდნენ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ პოლიტიკა ვინც შეიარაღებული ბრძოლის ველად აქცია, ისინი პოლიტიკოსები არ არიან. პოლიტიკოსი, რომელიც გაჰყვირის, ყველა ციხეში! ეს პოლიტიკა აღარ არის. დამნაშავე ციხეში – ამას ამბობს პროკურორი და მოსამართლე. ეს პოლიტიკოსის საქმე არ არის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია