შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიის რეგიონში კორონავირუსისგან 4 მოსწავლე და 5 პედაგოგი გამოჯანმრთელდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 სექტემბერი 2020

გურიის რეგიონში ბოლო მონაცემებით 28 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. აქედან 4 მოსწავლე და  5 პედაგოგია.

ამის შესახებ ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ მიაწოდა.

„რეგიონში ბოლო მონაცემებით 28 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. აქედან 4 მოსწავლე და 5 მასწავლებელია.სამი მოსწავლე გახლავთ ოზურგეთის მკვიდრი, ერთი ლანჩხუთელია. რაც შეეხება მასწავლებლებს ხუთივე მათგანი ოზურგეთიდანაა. მათ საბოლოო კვლევები ჩაუტარდათ და სრულიად ჯანმრთელები არიან.“- გვითხრა მჟავიამ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია