შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უნდა შემოვიღოთ საგანგებო მდგომარეობა – “ქართული ოცნების” დეპუტატი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 სექტემბერი 2020

ქართული ოცნების დეპუტატის, რევაზ არველაძის აზრით, კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი არ უნდა გაუქმებულიყო. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს მან COVID-19-ის მზარდ რიცხვებზე ისაუბრა.

რევაზ არველაძეm პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სექტემბერში შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უნდა დაწესდეს და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუქმდეს.

“მე ვფიქრობ, რომ ასეთი მდგომარეობა შემაშფოთებელია და უნდა იქნეს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, ისეთი შეზღუდვებით, რომელიც არ დააზარალებს ან ძალიან მცირედით დააზარალებს ბიზნესს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს ეს საგანგებო მდგომარეობა, რათა არჩევნებმა ნორმალურად ჩაიარაოს და მერე სიტუაციის მიხედვით ან აღდგეს ან არა”,- განაცხადა ოცნების დეპუტატმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს მისი აზრია და არა მმართველი გუნდის.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია