შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ბელარუსში სააკაშვილს ითხოვენ“- სანიკიძე და გელბახიანი სტუმრად აქუბარდიასთან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 სექტემბერი 2020

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში დავით აქუბარდიას გადაცემის ტრადიციული სტუმრები გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი იყვნენ. გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხი განიხილეს.

გადაცემის სტუმრები ირწმუნებიან, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ბელარუსში მიმდინარე აქციის მონაწილეები ითხოვენ, როგორც რეფორმატორს. გარდა ამისა, გუბაზ სანიკიძის თქმით, სააკაშვილის ფანები ჰყავს მოლდოვაში, უკრაინაში და სომხეთშიც.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს გადაცემიდან:

აქუბარდია – მივმართავ სააკაშვილს, თუკი მიაღწევ იმას, რომ უკრაინაში და ბელორუსიაში ყველაზე გავლენიანი და რადიკალურად მოწოდებული მებრძოლი იქნები კორუფციის მიმართ, ორივეგან გასწორდეს ვითარება..

სანიკიძე – სხვათაშორის, ბელორუსიაშიც ჰყავს მომხრეები..

გელბახიანი – კი, ლოზუნგები გამოჩნდა, რომ სააკაშვილის რეფორმები გვინდა!

სანიკიძე – ამიტომ ვამბობ, რომ სააკაშვოლი აღმოსავლეთ ევროპის ლიდერია და აქ კიდე, ამას რომ ვამბობთ, გულისყრები აქვთ ვიღაცეებს, სოფელი რომ არ უმართიათ, იმნაირ პოლიტიკოსებს..

აქუბარდია – სპეციალურად ბლოკავს მოსკოვი ხაბაროვსკის კადრებს.. ხაბაროვსკშიც პლაკატებია – სააკაშვილი ჩამოვიყვანოთო..

სანიკიძე – მოლდოვაში, უკრაინაში, ბელარუსში, საქართველოში, სომხეთში… სააკაშვილს ფანები ჰყავს სომხეთში და ზუსტად ვიცი ეს მე!.. იყო ასეთი გეგმა იმ სომხური რევოლუციის შემდეგ, რომ სააკაშვილი მიეწვიათ.. და ყაზახეთში? – ყაზახი პოლიტოლოგები და ბიზნესმენები ჩადიან სააკაშვილთან კვირაში რამდენჯერმე და ყაზახებს ხვდება, ხალხო!..

გელბახიანი – მე 2009 წელს ვნახე, კალუგა-რიაზანის ადგილობრივი მერების არჩევნები იყო.. ჩემი თვალით ვნახე ბანერები სააკაშვილის სურათებით, რომლებიც მერობის კანდიდატებს ჰქონდათ გამოტანილი და ქვეშ ეწერა – ჩვენ გავატარებთ სააკაშვილის მსგავს რეფორმებს..

სანიკიძე – როგორც ზვიადი იყო კავკასიაში.. ზვიადმა გამაგზავნა მაშინ და ჰუმანიტარული დახმარება ჩავუტანე ქურთებს.. მივდიოდი ჯერ ხუზისტანში და მერე ქურთისტანში უნდა ამეტანა ტვირთი.. ფერეიდანთან არანაირი შეხება არ მქონდა.. მივდივართ გზაზე და მიგვყავს ორი დიდი დატვირთული მანქანა.. აგვისტოა და ვარვარებს, ისეთი მზეა.. ვუყურებ და ხალხია შეკრებილი.. ვუახლოვდებით, ვუახლოვდებით და ვხედავ, რომ ზვიადის სურათები უჭირავთ.. მძღოლს ვეუბნები, მგონი რაღაც მეჩვენება მეთქი.. ფერეიდნელი ქართველები იყვნენ ჩამოსული, 600 კილომეტრი გამოიარეს და გზაზე დაგვხვდნენ ზვიადის სურათებით..

 საქართველო შვება ასეთ რაღაცეებს რაა.. რეგიონალურ ლიდერებს ბადებს ხანდახან! სააკაშვილიც ასეა!..

 ნიჭიერი ხალხი ვართ ჩვენ და სააკაშვილი არის პროდუქტი ქართველი ხალხის. არც პირველია და არც უკანასკნელი.. მანამდეც იყვნენ ასეთი ქართველები და მერეც დაიბადებიან..

 ვარშავა ხდება დღეს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი.. ვარშავაშიც ვიცით, სააკაშვილს როგორი ურთიერთობები აქვს და კავშირები..

 დსააკაშვილი არის სოლისტი აღმოსავლეთ ევროპის..

 რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ადამიანი ვიღაცეების ახირებების გამო?!

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია