შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 სექტემბერი 2020

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტს ტოვებს.

როგორც წულუკიანმა 8-წლიანი საქმიანობის შეჯამებისას თქვა, 2 დღეში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, შესაბამისად, კანონის გათვალისწინებით, თანამდებობას ტოვებს.

წულუკიანი ქართული ოცნების სიის მე-4 ნომერია.

თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა და ქართული ოცნების ერთადერთი უცვლელი მინისტრია.

21 იანვარს წულუკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ერთ სისტემას ხელმძღვანელობდეს.

თეა წულუკიანმა მინისტრობის 8 წლის განმავლობაში საქართველოს და საერთაშორისო სასამართლოებში არაერთი საქმე წააგო. მათ შორის, დავით კეზერაშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საქმეები. მცდელობის მიუხედავად, მათ ექსტრადიციასა და წითელი ცირკულარით ძებნაზე წულუკიანმა უარი მიიღო.

2017 წლის ნოემბერში, პირველად საქართველოს ისტორიაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18, უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლების მუხლის დარღვევა დაადგინა. ამ მუხლის დარღვევა ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის საქმეზე ისტორიაში პირველად დაადგინა.

საქართველოში მას სასამართლო დავა იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ მოუგეს. წულუკიანის მიერ ჩადენილი დარღვევა საქართველოს საერთო სასამართლოებმა ორჯერ დაადგინეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია