შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2020

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეთავაზება და დახმარება ბიზნესისთვის იყო საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება, 1500 ლარამდე ხელფასების მქონე თანმამშრომლებისთვის 750 ლარის ოდენობით.

ჩვენ ვათავისუფლებთ ბიზნესს ამ საშემოსავლო გადასახადისგან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. წინა ტალღის პირობებში, ამ შეღავათმა დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 ადამიანს. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით“, – განაცხადა გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია