შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქარელში გაზის გაჟონვის შედეგად 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2020
ქარელში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. აღნიშნულ სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქარელის საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, 31-წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის კრიტიკული მედიცინის ცენტრში, თბილისში, გადაიყვანეს. ახალგაზრდები რუსთავიდან იყვნენ და ქარელში, საცურაო აუზის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები. მომხდარს შსს 116-ე მუხლით იძიებს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია