შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლას ლადო ხინჩეგაშვილი უხელმძღვანელებს

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2021
ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მენეჯერად, ტიტულოვანი და მსოფლიოში აღიარებული სპორტსმენი ლადო ხინჩეგაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს. ჭიდაობის ამ სკოლას, დაარსებიდან, თავად ღვაწლმოსილი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი ხელმძღვანელობდა. ,,ერთი თვის წინათ, მოგეხსენებათ, ბატონი ნუგზარი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და მისი სამსახურებრივი პოზიციაც, მას შემდეგ ვაკანტური იყო. ლადო ხინჩეგაშვილი, გორის სპორტის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. ის არის, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონი. ლადოს პირადი მწვრთნელი, სწორედ ბატონი ნუგზარ სხირელი გახლდათ. მას, ხინჩეგაშვილის, ისევე, როგორც სხვა ტიტულოვანი გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავეების აღზრდასა და დაოსტატებაში და საერთოდაც, გორში თავისუფალი ჭიდაობის მსოფლიოში აღიარებული კერის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვოდა. - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მწვრთნელს სიცოცხლეშივე დაუდგა ძეგლი. სპორტული სკოლის შენობის წინ ბიუსტი 2018 წლის ივნისში დადგა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია