შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში, ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების განვითარება იგეგმება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2021

თელავის გენერალური გეგმის მიხედვით, ქალაქში სხვადასხვა სახის კულტურული და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა იგეგმება.
თელავის ცენტრალური მოედნის განვითარებასთან ერთად, თეატრის ტერიტორიაზე იგეგმება მუზეუმების, საგამოფენო სივრცეების მოწყობა. ასევე მოედნის გარშემო უნდა გაკეთდეს დამატებით საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც გააერთიანებს შიდა ეზოებს.
სახლების მეპატრონეებს კი საშუალება მიეცემათ განავითარონ საკუთარი საცხოვრებელი ფართები და ეზოები. სახლების პირველ სართულებზე შეიძლება პატარა კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, ხოლო ზედა სართულებზე სასტუმრო ოთახები და საცხოვრებელი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია