შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რადიო ,,კახეთის ხმა” ახალ გადაცემას, ,,გზა ევროპისკენ” იწყებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2021

ონლაინ რადიო ,,კახეთის ხმა“ პირველად წარმოგიდგენთ გადაცემას ,,გზა ევროპისკენ“, რომელიც რადიოს და ფეისბუქ გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. გადაცემას ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი გაუძღვება.

გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. ასევე განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.

გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტ ნატალია ცისკარაშვილის თქმით, პირველი გადაცემის თემაა ვროკავშირის მიერ 2021 წლის გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანმხების შესრულებას ეხება.

პირველი გადაცემის სტუმრებიიქნებიან ფონდ ღია საზოდაგოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესს სწავლობენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია