შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის ცენტრში ძაღლი წამებით მოკლეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აპრილი 2021
გორში, კირიონის ქუჩაზე, ძაღლი მოკლეს. შემთხვევა დღის საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცხოველი ნაწამებია. ძაღლს კიდურები შეკრული ჰქონდა. ,,სულ რაღაც ათი წუთის წინ გარეთ ვიყავი, აქ ძაღლი მკვდარი არ იყო, ახლა რომ გამოვედი, დავინახე და ეს სურათი დამხვდა. რა დროს მოხდა, როგორ მოხდა, ვერც კი გავიგე. გული შემიწუხდა ძალიან - აცხადებს კირიონის ქუჩაზე მცხოვრები ქალი. სხვა მეზობლებმა აღნიშნეს, რომ ძაღლი აშკარად მოკლულია, თანაც - პატრონიანი ძაღლი. ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოჩანაწერები უნდა დაათვალიეროს და საქმე გამოძიოს.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია