შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მწარმოებლები- ზეთის ფასი კიდევ გაიზრდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აპრილი 2021

ზეთი “ოლეინას” ფასი ათ დღეში კვლავ გაიზრდება.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა განაცხადა, რომ ამ დრომდე მარაგებით ფასის შენარჩუნებას ახერხებდნენ, თუმცა ახლა ეს რესურსიც იწურება და საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ზეთზე ფასის დადგენაც ხელახლა მოუწევთ.

მისი თქმით, ზეთის გასაყიდი ფასი 3.85 იყო, ახლა 6.40 ლარი ღირს და მალე 8 ლარამდე გაიზრდება.

“გასული წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ზეთზე ფასი 100-110%-ით გაიზარდა. თუმცა იმ პერიოდში, ჩვენ რესურსების მობილიზება მოვახდინეთ და მარაგების გაკეთება შევძელით, ხოლო დღევანდელი ფასი სწორედ ამ მარაგების რაოდენობაზეა დამოკიდებული, თუმცა დაახლობით 10 დღეში გაძვირებას ველოდებით. ცუდი მოსავლიანობის გარდა, ლოგისტიკაც პრობლემაა, რადგან ტრანსპორტირებაც დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდა. ეს ყველაფერი ჩვენზე მძიმედ აისახება.” – განმარტა დიმიტრი რამიშვილმა.

სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მკვეთრად – 35.8%-ით ზეთის და ცხიმის ფასი გაიზარდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია