შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში ვაქცინით ამცრელი დაწესებულებების რაოდენობა გაიზრდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აპრილი 2021

კახეთის რეგიონში ამცრელი დაწესებულებების ქსელი გაფართოვდება და ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვაქცინაცია კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე სამ დაწესებულებაში არის შესაძლებელი. ესენია: თელავის რეფერალური საავადმყოფო, გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალის’’ და ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკა. მისივე თქმით, ამ კლინიკებში არის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა აიცრას.

,,დაგეგმილია, რომ გაფართოვდეს ამცრელი დაწესებულებების ქსელი და კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში იქნება ამცრელი კაბინეტები, რომელიც არის სტაციონარებში მოწყობილი და მოწესრიგებულია ყველა მოთხოვნის შესაბამისად. ჩემს მიერ უკვე ჩატარდა მონიტორინგი და ეს დაწესებულებები მზად არიან ამ პროცესის დასაწყებად. კახეთში მხოლოდ ასტრაზენეკას ვაქცინაა’’,-განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

ამცრელი კაბინეტია მოწყობილი ყვარლის ევექსის კლინიკაში, რომელიც დღეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა მოინახულეს.

„დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სამ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს კოვიდვაქცინაცია, მოსახლეობისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში შესაძლებელია დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის დაწყება” – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია