შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აპრილი 2021

საქართველოში ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სპეციალური ვებგვერდი შეიქმნება და მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის სასურველი ვაქცინა.

“ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და აირჩიონ ვაქცინის ნებისმიერი ის სახეობა რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება და დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება.
კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და ასევე იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმ გადაწყვეტილების მისაღებად თუ რომელი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი”, –
განაცხადა ტიკარაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია