შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყურძნის ჩაბარებისას რიგების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვა იგეგმება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2021

მთავრობა ყურძნის ჩაბარებისას რიგების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვას გეგმავს.

რთველი 2021-ის ფარგლებში ყურძნის ხარისხის ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე კონტროლი გამკაცრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შემოდგომაზე ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესის ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად, რთველისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია